მოლა რასრუდინა იყო, მოლა რასრუდინა თავისი ცოლით. ესე იგი, ძალიან ზარმაცი გოგო ყავდათ ამათ, ჰოდა რაფერს არ აკეთებდა. ესე იგი, ადგნენ ერთი დღე, მოდიო ცოლქმარს, თავიანთს, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, მოდიო დღესო ვიჩხუბოთ ცოცხზეო. ეს ჩვენი გოგო ძალიან ზარმაცი არიო და ვიჩხუბოთ, იქნებ რამენაირად ნამუსში ჩავაგდოთ და იქნებ აიღოს ცოცხი და დაგავოსო. ეხლა დაიწყეს ორვ... ორივე ცოლ-ქმარმა ეს ჩხუბი ცოცხზე ემ გოგომ უყურებს უყურებს ეს გოგო და ემას ეუბნება რა გაჩხუბებს მშობლებოო? დღეს ერთმა დაგავეთ, მეორე დღისით მეორემ დაგავეთ. მორჩა.


License
CC BY
Link to license

Citation Suggestion for this Edition
TextGrid Repository (2025). Dadunashvili, Elguja. (მოლა რასრუდინა იყო...). Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bf1j.0