ვეზირად დადგომის ამბავი

Metadaten aus
teiHeader
    Text-ID:
    • cc_xmf_kat_4
    Typ-Index:
    (Link zum Schema)
    • ATU 514 - Geschlechtswechsel
    Motiv-Index:
    (Link zum Schema)
    • a514:h:Fehlende_männliche_Nachkommen:rHH
    • a514:H:Um_einen_Auftrag_werben:rHH_fHD
    • a514:H:IDENTITÄT_ändern:rHH_fHD
    • a514:F:IDENTITÄT_beweisen:rHH_fHD
    • a514:h:IDENTITÄT_beweisen:rHH_fHD
    • a514:h:Den_Vorgang_deuten:rHH_fHD
    • a514:H:Um_einen_Auftrag_werben:rHH_fHD
    • a514:h:Sandwich:rHH_fHD
    • a514:H:Um_einen_Auftrag_werben:rHD_rHH
    • a514:F:IDENTITÄT_beweisen:rHD_rHH
    • a514:H:IDENTITÄT_beweisen:rHD_rHH
    • a514:HF:Potenziellen_Feind_zum_Gastgeber_gewinnen:rHD_rHH
    • a514:H:Potenziellen_Feind_zum_Gastgeber_gewinnen:rHD_rHP
    • a514:F:IDENTITÄT_beweisen:rHD_rHP
    • a514:Hh:IDENTITÄT_beweisen:rHD_rPP
    • a514:h:LIEBE_wird_ausgelöst:rHD_rPP
    • a514:HF:Richtiges_erlangen:rHD_rPP
    • a514:H:Richtiges_erlangen:rHD_rHP
    • a514:HF:REITTIER_erfassen:rHD_rHF_rPP
    • a514:H:REITTIER_erfassen:rHD_rHF_rPP
    • a514:HF:IDENTITÄT_beweisen:rHD_rHF_rPP
    • a514:H:Ortswechsel_durchführen:rHD_fHP
    • a514:h:VERTRAG_abschließen:rHD_fHP
    • a514:f:Zu_Beauftragungen_anregen:fHP_fPP
    • a514:f:TIERKÖRPERTEIL_besorgen:rHD_fHP
    • a514:H:Auf_Hilfsquelle_zurückgreifen:rHD_rHF
    • a514:H:Die_Beschaffung_der_AUSRÜSTUNG:rHD_rHF
    • a514:F:Die_Beschaffung_der_AUSRÜSTUNG:rHD_fHP
    • a514:HF:TIERKÖRPERTEIL_erfassen:rHD_rHF
    • a514:H:TIERKÖRPERTEIL_erfassen:rHD_rHF
    • a514:H:TIERKÖRPERTEIL_besorgen:rHD_fPP
    • a514:f:Zu_Beauftragungen_anregen:fHP_fPP
    • a514:f:MUSIKINSTRUMENT_besorgen:rHD_fHP
    • a514:H:Auf_Hilfsquelle_zurückgreifen:rHD_rHF
    • a514:F:Die_Beschaffung_der_AUSRÜSTUNG:rHD_rHF
    • a514:H:Die_Beschaffung_der_AUSRÜSTUNG:rHD_fHP
    • a514:H:Eine_Bedrohung_VORTÄUSCHEN:rHD_rHF_rBZ
    • a514:H:Dem_VORTÄUSCHEN_nachgehen:rHD_rHF_rBZ
    • a514:H:MUSIKINSTRUMENT_erfassen:rHD_rHF_rBZ
    • a514:H:MUSIKINSTRUMENT_besorgen:rHD_rZO_rPP
    • a514:f:Zu_Beauftragungen_anregen:fHP_fPP
    • a514:f:Geheimnis_aufklären:rHD_fHP
    • a514:H:Auf_Hilfsquelle_zurückgreifen:rHD_rHF
    • a514:HF:Zuschnappendes_Hindernis_überwinden:rHD_rHF
    • a514:HF:Die_Beschaffung_der_AUSRÜSTUNG:rHD_rHF
    • a514:Hh:Zuschnappendes_Hindernis_überwinden:rHD_rHF
    • a514:F:VERSTEINERUNG_beheben:rHD_rRE
    • a514:F:Erzählen:rHD_rRE
    • a514:h:VERLUST_von_Tieren_Früchten_Ernte_usw_:rRE
    • a514:H:IDENTITÄT_ändern:rRE
    • a514:H:Heimlich_beobachten:rRE_rAN
    • a514:h:Geheime_Liebesbeziehung:rRE_rAN
    • a514:h:Der_Wechsel_der_IDENTITÄT_zugeben:rRE_rAN
    • a514:h:VERSTEINERUNG:rRE_rAN
    • a514:H:Verstecken_als_Rettung:rHD_rRE_rAN
    • a514:H:Wiedergutmachung_erpressen:rHD_rRE_rAN
    • a514:H:VERSTEINERUNG_beheben:rHD_rRE_rAN
    • a514:H:Geschlechtsumwandlung_erzielen:rHD_rRE_rAN
    • a514:H:Bestrafung_erfolgt:rHD_rRE_rAN
    • a514:F:Angebot_KÖNIG_ZU_WERDEN:rHD_rRE
    • a514:h:KONTAKT_abbrechen:rHD_rRE
    • a514:H:KONTAKT_wiederherstellen:rHD_rPP
    • a514:H:Heiraten:rHD_rPP
    • a514:H:Geheimnis_aufklären:rHD_rHP
    • a514:F:Angebot_KÖNIG_ZU_WERDEN:rHD_rHP
    • a514:h:Dem_Angebot_KÖNIG_ZU_WERDEN_nachgehen:rHD_rHP
    • a514:H:KONTAKT_wiederherstellen:rHD_rRE
    • a514:H:Dem_Angebot_KÖNIG_ZU_WERDEN_nachgehen:rHD_rRE
    Digitale Quelle:

    ვეზირად დადგომა სცოდნიათ ძველად და ვეზირად, დიახ და, თავადთან წავიდა (+დიახ და) ვეზირად და მუშაობს ეს კაცი. აქ სახლში არ არის და ოცდახუთ წელს უნდა ემსახუროს იქ ვეზირად, დიახ და, დაამთავრა ეს ოცდახუთი წელი და წა მოვიდა აქეთ და სახლში ჰყავს დატოვებული სამი გოგოები, ბიჭი არ ჰყავს, დიახ და, მოვიდა სახლში. ისო, მითხრაო მეფემო, ან შენ დაბრუნდიო, კარგი მსახური ხარო და, თუ არადაო, შენიო ბიჭი გამომიგზავნეო. მე ბიჭი არ მყავსო და რა ვქნაო და მე უნდა წავიდე ისევო სამსახურადო; (+დიახ რომ) გოგოებმა უთხრა, უფროსმა გოგომ, მე გამომაწყვეო ბიჭურადო და გამიშვიო, (+უთხრა). შენ ახლა მოხვედიო აქო და ოცდახუთი წელი არისო არა ხარო და შენ აქ იყავიო, (+უთხრა). გამოაწყო ბიჭურად, დიახ და, რომ გაუშვა ეს (=შვილი), ეს მამა აქედან შეხვდა სხვანაირი ფორმით, სხვა ტანსაცმლით და [უთხრა]:

    - გამარჯობა!

    - გაგიმარჯოთ!

    - სად მიდიხარ?

    - ამა და ამ სახელმწიფოს იმაშიო... ჩემი მამა იყოო ვეზირი იქო და ოცდახუთი წელი შეასრულა [მუშაობაში] და ახლა მე მივდივარო.

    - იმან ვეზირი აიყვანაო და არ სჭირდებაო და შენს სახლში წადიო რომ უთხრა, გაიქცა ქალი და აქეთ წამოვიდა ეს, სახლში მოვიდა.

    - რა არისო, შვილო, აქეთ რომ დაბრუნდიო?

    - ვეზირი აუყვანიაო იმას და არ სჭირდებაო, უთხრა.

    - ხო, კარგიო, მე არ გითხარიო ესო, უთხრა. მეორე შვილმა, მე გამიშვიო, უთხრა, მე უნდა წავიდეო. ესეც გამოაწყო ბიჭურად და გაუშვა და ამასაც ასე შეხვდა, [როგორც იმათ] და [უთხრა]:

    - გამარჯობა!

    - გაგიმარჯოს!

    - სად მიდიხარ?

    - ასე, ვეზირადო, - უთხრა. - ჩემი მამის ნაცვლადო.

    - ვეზირი აყვანილი ჰყავსო იმას და არ ღებულობსო მეტსო და არა ხარო საჭიროო, რომ უთხრა და დაბრუნდა ესეც.

    - ეჰ, მე უნდა წავიდეო, [მამამ]. უმცროსმა, მე გამიშვიო, უთხრა. ახლა შენც ტყუილად რას... [არ დაასრულებინა] და მე წავალო. არ დაუჯერა ამ უმცროსმა და გამოაწყო ესეც და გაუშვა. შეხვდა.

    - გამარჯობა!

    - გაგიმარჯოს!

    - სად მიდიხარ?

    - შენი საქმე არ არისო, მე სად მივდივარო ესო, უთხრა.

    - არაო, მაგრამ რა არისო, კაცი იკითხავსო, უთხრა.

    - ვეზირად მივდივარო, უთხრა, ხელმწიფესთან.

    - ვეზირი აიყვანაო და არ სჭირდებაო.

    - ის შენი საქმე არ არისო, აიყვანაო, არ აიყვანაო, მე მაინც მაქვსომისასვლელი (=მისასვლელი ვარ) და იქ მივდივარო და ჰკრა ცხენს მათრახი და, რომ მიდის, დაედევნა (+ეს) მამა და გაჩერდიო, უთხრა: მე შენი მამა ვარო, უთხრა. იმათ ასე ვუთხარიო და ყველა დაბრუნდაო და შენ მიდიხარო, მაგრამ ამ იმით (=ტანსაცმლით) ვერ წახვალო შენ; წამოდიო სახლში და სხვანაირად გამოგაწყობ და გაგიშვებო, უთხრა და დააბრუნა (+ახლა) და გამოაწყო და ესაუბრა (+ახლა): შენ რომ მიდიხარო, უთხრა, იქ მისვლამდეო შენ გასავლელი გაქვსო თორმეტი ძმა დევის სახლი. აქ შენ რომ მიადგებიო, უთხრა, (+დიახ) დაგიძახებო, (+უთხრა). ისინი დაგიძახებენო, ვინ ხარ, სად მიდიხარ? [უთხარი] ასე-ასეო, ხელმწიფის სახლში მივდივარო ვეზირადო.

    - ვისი ხარ? რა ხარ?

    -ალექსანდრე ალმასხანის ბიჭი ვარ, უთხარიო.

    - [ისინი გეტყვიანო], ალექსანდრე ალმასხანი ჩვენთან იყოო, ახლა იქით რომ წავიდაო სახლში, სამი გოგოები მყავსო და ბიჭი არ მყავსო, თქვაო?

    - ჩემი მამა აქეთ რომ წამოვიდაო აქეთკენ, მაშინო დედაჩემი ფეხმძიმედ ყოფილა და მერე დავიბადე და აქ მამაჩემმა არ იცოდა, უთხარიო შენო და, რომ მოვიდა, მე გამიშვაო. ახლაო ოცდამეექვსე წელში ვარო, დიახო, უთხრა (+ახლა) ასე უთხარიო, - უთხრა [მამამ] და წავიდა [ეს გოგო].

    მართლა მივიდა, მიდგა ამ დევების... [გაახსენდა მამის ნათქვამი]: ამის გარდა შენ არ გაქვსო გზაო, უთხრა, მეტი კარი (=გასასვლელი) არ გაქვსო, უთხრა, რომ გახვიდე და წახვიდეო, უთხრა. [მიადგა] კარს, დიახ და, ეძახიან ესენი, რომ გამოეხმაურნენ, ვინ ხარ? რა ხარ? ეს ვარო, უთხრა. ამას რომ არ ჰყავდაო ბიჭი? ასეო, უთხრა, ასე იყოო, უთხრა [როგორც დაარიგა მამამ] და ოცდახუთი წელიაო აქეთ ხელმწიფეს ემსახურებოდაო და ახლა რომ მოვიდაო, მე მუცელში ჩავრჩენილვარ და მე გამიშვაო უთხრა; ოცდახუთი წლის ბიჭი ვარო, უთხრა. ამაღამო ალექსანდრე ალმასხანის ბიჭი ჩვენს სახლში უნდა გაჩერდესო, თუ არა და, [სხვა გზა არ არის], ვერაფრით ვერ გავუშვებთო და გააჩერეს (=დატოვეს) ეს და დააწვინეს. ამაღამ საჭმელი ჭამეს, დიახ და, დააწვინეს. ამათ წესად აქვთ, თურმე მზეთუნახავი გოგო ჰყავთ და ამას დააწვენენ ამასთან (=სტუმართან), მაგრამ ესეც გოგოა და ესეც (=ისიც) გოგოა. (+ჰო რომ), ეს არის გულთმისანი. მაგალითად, თუ რა აქვს გულში და რა არის, წინასწარმეტყველებს ეს გოგო, ეს დევის გოგო. (+დიახ და), ამ გოგოს (=სტუმარს) კედლისკენ აქვს პირი და წევს და ეს დევის გოგო მოვიდა და მიუწვა გვერდით. დიახ რომ, დაუძახა (=უთხრა), მობრუნდიო შენც გოგო ხარ და მეცო (+უთხრა). [დევის ქალმა]: მე შენ გადაგარჩენო დილითო, თორემ შენ გკლავენო (=მოკვლას გიპირებენო), უთხრა, აქ. დილითო გეტყვიანო ესენიო, ამასო არ მოხედავ [უკან] და ისე ტოვებ თუ არაო? უფლება გაქვსო, [თქვა], მე არაო, მე მყავსო დანიშნული, რომ უთხრაო. შენ არავინ არაფერს [არ გეტყვის], ხმა-კრინტს არ გაგცემსო. მე ახლა არ მცალია ამისთვის და მოვალ შემდეგ და წავიყვანო, რომ ეტყვიო, მაშინ შენო გაგაჩერებენო (=დაგტოვებენო), სამი დღე და სამი ღამე სმა იქნებაო, კიდევ (=სხვა) დევებს დაჰპატიჟებენო აქ, სამი დღე და სამი ღამე სმა იქნებაო. შემდეგ დააყენებენო (=აირჩვენო) ტოლუმბაშს. ტოლუმბაში ეტყვისო, რას აჩუქებო შენს სასიძოსო; ის თამადა რომ ეტყვისო, დიახ რომ, მაშინო... არა. რა გინდაო შენო, რომ გაჩუქოსო შენმა მამამთილმაო, [რომ] გკითხავსო თამადა, (+დიახ ხომ) მაშინო, თუ მომცემს, მომცესო ის მისი დასაჯდომი რაში, უთხარიო. იმასო არ მოგცემსო შენ ის დევი, მაგრამ ჩვენთან ისეთი კანონი არისო, არაფრით თამადა არ იზამსო იმას, თამადა არ დაუთმობსო ამასო, ქე რომ არ მოგცესო შენ ის რაში, იმას. რაშს რომ მოგცემსო ის, მაშინო წესი არ არისო, მე რომ გაგაცილოვო, მაგრამ შენ მოითხოვეო ჩემი თავი, ჩემი თავი მოითხოვეო, დიახო; ჩვენთან წესი ასეთი არისო, ერთი ნახევარი ადგილი (=მანძილი) გოგომ უნდა გააცილოსო თავისი საქმროო. ამაზე დაგთანხმდება კიდევ (=ისევ) თამდა, [თამადა] იზამსო ამას, თორემ [ისინი] არ დაგანებებენო და ამის შემდეგო, მეო (+დიახო), გესაუბრებიო, ამ რაშს და ამასროგორ უნდაო [მოპყრობა], თორემო შენო რაშზე ვერ დაჯდებიო. ახლა ისაუბრეს აქ ბევრ ხანს (=დიდხანს) და შემოათენდათ (+ახლა იქით); შემოათენდათ და ამ გათენებამდე ახლა ეს ხომ ესაუბრა, ადგა. ახლა დააბრუნეს ეს (=სტუმარი), დიახ, [და ჰკითხეს]: შენ ასე გინდა ეს საცოლედ თუ არა, ტოვებ? მინდაო მე ცოლადო; ახლა ამისი დრო არა მაქვსო და რომ დავბრუნდებიო, (+დიახო) და ჩემს სახლში წავიყვანო ჩემს საცოლეს. მაშინ (+იქით) გააჩერეს ეს.

    ქორწილია, დიახ და, მესამე დღეს აირჩიეს თამადა. რომ აირჩიეს თამადა, თამადამ უთხრა, რას სთხოვო შენს მამამთილს, (+დიახ რომ) რომ გაჩუქოსო? ჩემს მამათილს იმას ვთხოვო, თუ მაჩუქებსო, მეტი მე სხვა რამე არ მინდაო, თუ მაჩუქებს, რაში მაჩუქოსო და დევს კანკალი დაუწყია და ჭიქაც ხელიდან გავარდნია (+იქეთ). ეს უნდა დევს, ეს, ამ რაშის მიცემა?! ახლა ბოლოს, დიახ, შეიქმნა ამგვარი ამბავი: ქე რომ არ მისცეს ეს, არ მისცა თამადამ საშველი და ეს მიაცემინა თამადამ ამ იმას, ეს რაში აჩუქებინა ამ სასიძოსთვის. (+ახლა) დალიეს, ამბავი, საქმე და, იქ გაცილება რომ არის, ამან (=სასიძომ) დაუსვა საკითხი, ჩვენთანო წესი არისო, საცოლემ უნდა გააცილოსო ერთ კილომეტრზე. ო, არ ქნეს ეს დევებმა. არაო. რომ არა, თამადამ [თქვა], იქით ამნაირი წესი არისო და ჩვენც დავთმოთო და გააყოლეს ეს (=გოგო) და ცხენიც. ისე აქვს ნათქვამი, ცხენს შენ ხელი არ მოკიდოო (=ახლოო), იმას ვერ დაამაგრებო (=დააკავებო) იმ ნაჩუქარ ცხენსო.

    ამ დევის გოგოს მიჰყავს ეს რაში და წავიდნენ. გაიარეს ერთი კილომეტრი და ამ ცხენსო, უთხრა, ამ რაშს უნდა დაუჯეროო შენო, უთხრა. რაც გინდა საქმე შეგხვდეს, რაშს რომ არ ჰკითხო ისე, ვერაფერ საქმეს ვერ გააკეთებო, უთხრა; რაშს [ყველაფერ] უნდა მოუყვეო და რაშს უნდა ეპატრონოო, უთხრა. ახლა მე შენ დაგსვამო, უთხრა, რაშზე და ესო რომ ახტება მაშინო, რომ ახტება მაშინ, ცას მიგასრეს რომ გეტყვისო, მაშინ შენ მუცლისკენ უნდა წახვიდეო (=მუცლის ქვეშ უნდა მოექცეო), მიწაზე დაგასრეს რომ [გეტყვისო], მაშინ გვერდს [უნდა მიეკრა] და მთას მიგასრეს [რომ გეტყვის] იმდენ ხანს ორ[ჯერ] [მათრახის] დაკვრა უნდა მოასწროო. ამის (+არ არის?) თუ შეძლებ აწყობას, მაშინ შენ უპატრონებ ამასო, უთხრა და შესვა და ეს რაშიც ისმენს ამას და შესვა და მართლა რომ აფრინდა რაში, ამ გოგომ, ამ [დევის] გოგომ რომ უთხრა, ეს ყველაფერი შეასრულა და რაში დაფრინდა [მიწაზე] და შენ ვარგებულხარო, უთხრა. (+დიახ და), მიდიან ახლა, მიდიან, მიდიან და მიაღწიეს (+ახლა) ამ იმამდე, სახელმწიფომდე და მივიდა ახლა ამ ხელმწიფის იმამდე (=სასახლემდე) და ისა აქვს, ამ [დევის] გოგომ მისცა ცხვირსახოცი... ეს ცხენი და ეს გოგო არის ვითომ აქ მოცემული (=გამოსახული) ცხვირსახოცზე. ეს, ხელმწიფის გოგო, ზის აივანზე, იმას კალთაში რომ ჩაუგდებ, მაშინ მას გახსნისო და შენ აქეთ დაეშვიო მინდორზე, დიახ და, მინდორში რომ იდგებიო, მაშინ გახედავენ და შემდეგ ხელმწიფე ნახავს, რომ მოვა, დიახ და, [იკითხავს], ვინ ხარ? რა ხარ? და აქ (გამო)კითხვა იქნება, დიახო და მოუყევიო შენო, ალექსანდრე ალმასხანის ბიჭი ვარ და თავის ნაცვლად გამიშვა მსახურად აქ, ვეზირად. ბიჭი არ მყავდაო, რომ ამბობდაო? ასეა, ასეა და მერე დავიბადე და (გა)ვიზარდე...

    (+დიახ რომ), რომ გახსნეს ეს (=ცხვირსახოცი) და ნახეს, დიახ, ქვევით წარწერა აქვს, ამ გოგოს სახელი და გვარი. (+ახლა) ხელმწიფემ რომ ნახა, ხელმწიფემ დაიბარა (+იქით). ვინ ხარ? რა ხარ?ასე, ასე. ბიჭი არ მყავსო, ალექსანდრე ამას ამბობდაო, გოგოები მყავსო? ასე იყოო, ასე იყოო და მერე დავიბადეო მე; თქვენთან იყო მამა და არ იცოდაო, მე [რომ] დაბადებული ვიყავიო და ახლა გა[მო]მიშვა შენთან მსახურადო, უთხრა [გოგომ]. ოხ! - [გაუხარდა მეფეს]. ამას ყველაზე უკეთესი ის მისცა, ყველაზე უკეთესად შეუწყო ხელი ყველანაირად და კარგი. ამ გოგოს შეუყვარდა ეს, ამ ხელმწიფის გოგოს. (+ეს) იმ გოგომ დააბარა, იმ დევის გოგომ, შენ ბიჭად რომ გადაიქცევიო, მე არ დამტოვოო, უთხრა; შენ ბიჭად [რომ] იქცევიო (+და) მე არ დამტოვოო, უთხრა, არ დამივიწყოო, უთხრა. არაო, უთხრა. ამ გოგომაც პირობა მისცა და აქ რომ არის ახლა, აქ რომ არის, ერთ-ერთ სახელმწიფოში ღორი წამოვიდა, გაანადგურა ღორმა ქვეყანა, დიახ და, არაფერი არ დატოვა ამ ტყის ღორმა: ეს, კაცი (=ადამიანი), მოსპო ყველაფერი და იქო, ავად არის ეს გოგო (=ამ ხელმწიფის გოგო), იქო რა ამბავი არის და რა არაო, რანაირი არსება არის, იმას (=ამბავს) რომ მომიტანს, ისეთი კაცი გვინდაო. მამამ (=მეფემ) დაიბარა ახლა ცოლი, დედა და შვილი, (+დიახ რომ), რად უნდაო, შე კაცოო, რა ამბავი იქნებაო, ქვეყანა მოსპოო ღორმა, სათვალსეირო (=სასწაული) ამბავი არისო (=ხდებაო). აი, გაუშვიო (+ახლა) შენი ალექსანდრე ალმასხანის ბიჭიო, დიახ, ამისთანა მაგარი (=ძლიერი) რომ გყავსო, უთხრა ამ დედამ. არ იქნა საშველი და რომ გაუშვეს ეს, უთხრა ასე ეს, ასე ასეო, უთხრა; ამ მამამ (=მეფემ) დაიბარა, წადიო (+დიახ და), მიდიო და ტყუილი უთხარიო. [მეფეს] არ უნდა, ეს ბიჭი [რომ გაუშვას], ეს უყვარს ახლა ამ ხელმწიფეს; შორიდანო, დიახ, ნახეო ღორი, შორიდან ნახეო, ახლოს არ მიხვიდეო, თორემ შეგჭამსო (+იქეთ) და შორიდან ნახეო, მობრუნდი და მოდიო, რაღაცა ტყუილ(+ით) მოატყუეო, ასე ისეო, უთხრა.

    დილამდე ვერაფერს ვერ გეტყვიო, - უთხრა ამ ბიჭმა, დილით... ამაღამ მივიდა და რაშს უთხრა, ასეაო საქმე, ასეაო, უთხრა. ეს არაფერი არ არისო, - უთხრა [რაშმა]; მოითXოვეო, უთხრა, ამდენი მარილი, მაგარ იმაში, ტომარაში, ჩაყარონო; განასკვულად [მოიტანონო], დიახო, და მეტი არაფერი არ მინდაო მე იმისიო, უთხრა. დიახ და, უთხრა ხელმწიფეს, ასე, მარილი ამგვარად, ამდენი რაოდენობით, დიდი ტომრები იქითაქეთ, დიახ, გადაბმული და მივიდა, დიახ, მოიყვანა ის რაში. რაში წამოწვა (+იქით) მინდორზე და აქ დააგდეს ეს გადანასკული ტომრები და რაში ადგა, ეს ბიჭი (+იქით) ზევით დაჯდა და წავიდა რაში (+იქით), გაიქროლა, დიახ და, აფრინდა და წავიდა. რომ აფრინდა და მივიდა ამ ადგილამდე, ეს სოფელი განადგურებული [რომ] არის, [იქამდე], ამ ღორის გასწორებულამდე. აქ არის წყალი და აქ გამოდიოდა ეს ღორი წყლის სასმელად და ეს ამ რაშმა ყველაფერი იცის. მაგალითად, იმნაირი ის არის ეს, წინათმგრძნობელი. ახლა მოდისო ისო წყლის დასალევადო, უთხრა. მე ახლა ჩავალო, უთხრა, შუა ადგილამდე, ამას (=წყალს) გავყვებიო, უთხრა და შენ, შუამდე შევალ და, შენო იქით-აქეთ ლეკური (=ხმალი) ჩაასვეო, უთხრა, ტომრებს (=ტომრების გვერდით) და მე, რომ გაიცლებაო ეს ისე (=მაშინ), მე ამას, დავადნობო ამ მარილსო, უთხრა და მართლაც ასე გააკეთა. (+ახლა), რომ მოვაო ისო, მაკედ არისო, უთხრა და სხვანაირი გემო რომ ექნება [წყალს], დაარტყამს (=მიეძალება) და დალევსო და ღორი გასკდებაო. მაშინ გაჭერიო (+იქითო) და გული და ღვიძლი ამოაცალეო, დიახო და, ხელმწიფის შვილს მივუტანოთო, უთხრა. ასე გააკეთეს ეს და რომ მოვიდა ღორი, გასინჯა [წყალი] ერთ[ხელ], გაიხედა იქით-აქით, ახლა სხვანაირი გემოსი შეიქნა, დიახ და, მიჰყვა წყალს, მიჰყვა და გასკდა (+იქით) ღორი; რომ გასკდა, ელვის უსწრაფესად გაჭრეს ეს და გული და ღვიძლი ამოიღო და წამოაცო აქ იმას, ლეკურს, და აი, ჭამეო, გული და ღვიძლი აქეთ მოგიტანეო, უთხრა, იმ ღორისა.

    კარგი ახლა და, შეჭამა და ამ გოგომ ცოტა სული მოითქვა. (+დიახ და), ისევ რომ გავიდა დრო და ხანი, ერთ-ერთ სახელმწიფოს აქვს, რომ მღერის ისეთი კარადა. ეს რომ დგას, პატარაა, ეს რომ დგას ეს, რა[ც] გინდა, იმ სიმღერას მღერის; რასაც ეტყვი, იმას მღერის. ის რომ გამაგონაო, ერთიო (=ნეტავო), არ მოვკვდებიო, თქვა გოგომ. აიო, გაუშვიო ის შენი ის [ვეზირიო]. იმანო გააკეთაო [თავისი საქმე] და მეტი რა ქნასო, უთხრა. (+ჰო რომ), დაიბარა ეს ბიჭი [ხელმწიფემ], უთხრა, ასეაო [საქმე]. მიდიო, გა(მო) შვებული ვარ ხელმწიფისგან თქვიო და უსმინეო, ეს რომ მღერის იმას. (+დიახ და), აქეთ წამოდიო შენ და შენმა ცხენმა და გააქროლეო და აქეთ მოდიო, უთხრა. წართმევა არ დაუპირო, თორემ შენო მოგკლავსო, უთხრა. (+და) შენო უთხარიო, გაფუჭებულია (=მოშლილია) ან რაიმე, შვილო, არ შეგიძლია უთხარაო, უთხრა. დილას მოგცემ პასუხსო, უთხრა [ბიჭმა]. მივიდა რაშთან და რაშმა, ეს არაფერი არ არისო. აწი რომ გველოდება, ის არისო [რაც არისო], უთხრა, აწი რომ გველოდება, ისო (+უთხრა). ის მოგცესო, სარი დახატული, დიახ, ხელში დასაჭერი წითელი, დიახო, და მეტი არაფერი არ მინდაო, უთხრა და გაუშვა. ხელმწიფემ დაახატვინა ეს და ასწია (=ადგა) [ეს ბიჭი] და წავიდა და მივიდა ამ სახელმწიფოში. ასე-ასეო, მოსული ვარო, უთხრა, თქვენთანო, უთხრა; ეს ხელმწიფე მაჩვენეთ და ხელმწიფე მაჩვენეთო და [უთხრა], ოცდახუთი სახელმწიფო მოდისო შენი კარადის წასართმევად და წამოვედიო მეო, გა(მო)მიშვაო ხელმწიფემ, აცნობეო და, რითაც იქნება, გადამალოსო ეს კარადა, თორემ წაართმევენო; რაშს ასე აქვს ნათქვამი, [ასე თქვიო]. ცხენიო, მოისაკლისებსო ის; ცხენს რომ მოისაკლისებს, მაშინო, ეს (=ხელმწიფე) კარადას ჩამოიღებსო, ამ კარადიანად ვერ ავაო და აქეთ მომეცი ეს და მეო [მოგეხმარები] უთხარიო და მოაჯექი ცხენს, უთხარიო შენ. შენ რომ დაგაჭერინებს [ხელში], მერმინდელი ამბავი მე ვიციო (=ე.ი. მე ვივარგებო), უთხრა. დიახ და, მართლა ასე მოხდა ეს. უცებ ცხენი მოისაკლისა ხელმწიფემ, (+აქეთ) კარადიანად ვერ ავიდა და მე მომეცი და ამას მე მოგაწოდებო [უთხრა], მისცა ხელში და აფრინდა რაში. ეს ხელმწიფე აქ დარჩა (+იქით) და წამოვიდა და ამ სახელმწიფოს ხელმწიფეს (=ვინც გაუშვა) მოუტანა ეს კარადა, რომ მღერის ისეთი. უსმინა ამ გოგომ, უსმინა და არაფერი არ უჭირს (=არა უშავს) ახლა, გამოკეთდა, დიახ, რამე თუ შეიძლებოდა და მორჩა.

    გავიდა დრო, ხანი და დაავადდა ისევ. რა ამბავია? დაიბარა მამა ამ ქალმა (+ამ) დედამ. რაშია საქმე?- [იკითხა მამამ]. ერთერთი ქვეყანაა, თურმე ქვად არის გადაქცეული. კაცი რომ მიდის და ქვად არის გადაქცეული, ჩიტი რომ მიფრინავს, ქვად არის გადაქცეული, მიწაზე დევს. საქონელს მიერეკება ის კაცი, რაღაცას რომ შვრება, ყველაფერი ქვად არის [გადაქცეული], გაჩერებულია. აქ რა ამბავიაო შიგნით, იმ ამბავს რომ მომიტანსო, ისეთი კაცი მინდაო. ეჰე, გაუშვიო შენი ალექსანდრეს ბიჭიო, უთხრა [ცოლმა]. იმანო ბევრი ამბავი (=საქმე) გააკეთა კარგი და მეტი რა გინდათო, უთხრა [ხელმწიფემ], რა ქნასო, უთხრა. დიახ და, (+კარგი) და დაიბარა ხელმწიფემ. კარიო, უთხრა, ხელმწიფე ეუბნება, იღებაო წუთებით, აი, ასე, იღება და იკეტებაო, უთხრა. ერთი კარის მეტი არ არისო ამ ქვეყანაშიო, უთხრა. ყველაფერი ქვად არისო [გადაქცეული], ერთი კარის მეტი. ვერ შეხვალო, უთხრა. აქო შესვლა არ მოინდომო, თორემ დაგამარცხებენო, უთხრა. ამაში (=აქ) ბევრ ქვეყანას უნდაო შესვლა, მაგრამ ვერ შევიდაო ვერავინ, უთხრა (+და) უთხარიო ეს ასეა, ასეა, უთხარიო და მობრუნდიო და აქეთ წამოდიო, უთხრა [ხელმწიფემ]. დილით მოგცემ პასუხსო, უთხრა. ამაღამ მოვიდა რაშთან და რაშს, რომ უთხრა, ასეა საქმე, ასეაო, რაშს შეხურებია (=შემცივნებია) და კანკალებს. აქო, უთხრა, ან შენ დარჩები ცოცხალი და ან მეო, უთხრა, მაგრამ მაინც წავიდეთო, ახლა კაცობის ამბავიაო, უთხრა. ან შენ იქნებიო ცოცხალი და ან მეო, [გაუმეორა]. ამ რაშსაც ჰქონია სული, მაგალითად, კუდის წვერში. დიახ და, უთხარიო იმას (+უთხრა), ფეხსაცმელიო (+უთხრა) იქით-აქეთო (+უთხრა) ისეთი ის [=გამძლე] უნდა იყოსო, (+უთხრა), ამ ფეხებს (+არ არისო?) რომ დაჰკრავ, ერთმანეთს [რომ] შეეტყუპაო, თქვასო (=იფიქროსო) [კაცმა], იქეთ-აქეთ უნდა შევიდესო (+უთხრა) ეს ლურსმნები. მეორეო, უთხრა, მათრახიო, ამ იმის მათრახი კი არა, რკინისებური მათრახიო [გჭირდებაო]. მე (+არ არის?) რომ გადამიჭერო, მაშინ ყველაფერი უნდა დამავიწყდესო, უთხრა. მესამეო, იმას მერე გეტყვიო, ისეთი უნდა დამიყვიროო, ყური უნდა დამეხშოსო (+იქეთ), მეტი არაფერი არ უნდა მესმოდესო, უთხრა.

    ეს მოამზადებინა ხელმწიფეს ყველაფერი და გამოაწყვეს ეს კაცი და წავიდა (+და) რომ მივიდა, თვალსეირი (=საოცრება) ხდება მართლაც. კარი, აჰა, იღება, იკეტება, იღება, იკეტება; ეს [ხდება] წუთებით და მივიდნენ, გახედეს და მეო, უთხრა რაშმა, გავუყვებიო [გზას] ახლაო, უთხრა, ერთ კილომეტრამდეო და წამო, წამოდიო, უთხრა. ისეთი უნდა დამიყვიროო, ყურიო... არ უნდა მესმოდესო, უთხრა და ესო (=ფეხები) ისეთი (=იმგვარად) უნდა დამარტყა იქით-აქეთ, ერთმანეთს მიებჯინაო? - გულში იფიქროო შენო და მესამეო, მათრახიო იმგვარად უნდა დამკრა, ტყავი უნდა ძვრებოდესო. ეს [ზემოთქმული] სამივე თუ ვერ მოახვედრე (=დაამთხვიე) ერთმანეთს, შიგნით შესვლა საშიშიაო, უთხრა და მართლაც, დაამთხვია ამ გოგომაც ეს და ცხენი გადაბრუნდა, თავი და კაცი... (+და) კუდი მოუყვა ამ კარში და წავიდა (=გაიარა) ცოტა [მანძილი], მაგრამ დაეცა ცხენი და კვდება ცხენი. [მანამდე] აიო, უთხრა, ბიჭოო, უთხრა, შენო (+უთხრა), ეცადეო, აქ რა ამბავია, გაიგოო (+უთხრა), ნახეო მაინც, ამაღამ ვერ გახვალო გარეთ (+უთხრა), გარეთ ვერ გახვალო (+უთხრა), ეს და დაათვალიერეო ესო, თუ რას ნახავ. ეს ჰქონია [ამ ბიჭს], უკან მიმაგრებული ჰქონია ნაბადი, გახსნა და ამას (=ცხენს) აძლევს... მე რად მინდაო, შენო შეგცივდებაო და მე მაინც ვკვდებიო, უთქვამს ამ რაშს. მიდის, მიდის [ეს ბიჭი] დღეს, ხვალ, დიახ, მაგრამ არსად არაფერი არ არის, აქ ქვა(დ) არის ყველაფერი [გადაქცეული]: კაცი ქვა არის, ცხენი ქვა არის, ძაღლი ქვა არის, ჩიტი ქვად დევს და რაც არის - საყოლელი (=საქონელი), კაცი და ყველაფერი, (+რაც არის), მუშაობა სადაც არის, გაჩერებულია, ყველაფერი გაქვავებულია. რამდენი იარა, ვინ იცის და შიმშილით კვდება და სადღაც კვამლი ჩანს (=დანახვა შეიძლება), კვამლი ჩანს სადღაც და გაექანა და მივიდა აქ; რომ მივიდა, ამას (=ბიჭს) შესცივდა. (+ჰო რომ), აქ რაღაცა იმგვარი დგას აქ, კარგი სახლივით და აქ მდელო ხარობს და ამ კაცმა (=ადამიანმა) ეს დოლო შეჭამა ცოტა და სული მოითქვა და შევიდა შიგნით. [რომ] შევიდა შიგნით, [ნახა], კაცია, წელს ქვევით ქვა არის და წელს ზევით კაცია.

    - ეს [შენ], კაცი (=ადამიანი) ხარო, საიდან მოხვედიო, უთხრა.

    - რატომო, რა ამბავია, მითხარიო.

    - აქო, უკან ნაბდი რომ მახურავს, აქ შედი და დაიმალეო, უთხრა. ახლა მოდისო ჩემი დამღუპველიო, უთხრა თავის ცოლის შესახებ, დიახ და, ისო ახლა მოვაო და... (+დიახ და), არ ისუნთქოო, ხმა არ ამოიღოო, თორემ დამთავრებული ხარო (=დაღუპული ხარო), უთხრა.

    - რატომო და?

    - რატომო და, ამასო (=ცოლს) ქაჯი ჰყოლიაო შეყვარებული. ეს ცხენიო, დასაჯდომი, რატომ დასუსტდაო, ვთქვიო (=ვიფიქრეო) და ვერ დავადგი ამას თავიო (=ვერ მოვიცალეო) და ერთ საღამოსო მე დავდექიო ცხენების იმად, ამ სახელმწიფოს ის ყოფილა ეს კაცი (=უფროსი), ცხენების მომვლელად. მოვიდაო ჩემი ცოლი და მითხრაო, ცხენზე უნაგირი დამიდგიო, შე გაჭირვებულო მეცხენეო, მითხრაო (+დიახ და), დავუდგიო. [ასე იმიტომ მითხრა], ისე ვარო გამოწყობილი, სხვა ფორმით; დავუდგიო უნაგირი, ყველაფერი გამოვუწყვეო. ახლა მეც უნდა გავყვეო უკან, დიახ, გზაზე ხმის გამცემი [ხომ] უნდაო. მე მეორე ცხენზე შემსვაო და წავედითო ტყე ადგილამდე. (+დიახ და), ნახაო ეს და ესენი წავიდნენო და მე ცხენებს ვმწყემსავო აქ და (+რამდენი) დიდი ხნის შემდეგ მოვიდაო ეს (=ცოლი) გვიანო, დიახ და, აჰა, შე გაჭირვებულო მეცხენეო, მითხრაო და ის გადმომიგდოო, ცოტა ხაჭაპურის ნატეხი, დიახ, ეს ჯიბეში ჩავიდეო (+იქით), არ შევჭამეო. რომ მოვიდაო, ეს (+იქით), ცხენები მე დავაბიო, (+იქით) წავიდაო, დიახო და, მეო წავედიო (+იქითო) და მერე დილით ვუთხარიო ჩემს ცოლს, წუხელ სიზმარი ვნახეო, ქალოო, (+ვუთხარიო). [მკითხა], რა ნახეო სიზმრად? (+და) რა ვნახეო-და, წუხელ სიზმრად შენ მოხვედიო და ცხენზე შეგსვიო და მეც იმად წაგყევიო, მწყემსად, მწყემსად წაგყევიო; ვითომო ქაჯი გყოლიაო შეყვარებული, მასთან შენ ცხოვრობდიო, მე აქ შენთვის ვმწყემსავდიო [ცხენს] და შენ დაბრუნდი და მოხვედიო, [მითხარიო], ჰა, შე გაჭირვებულო მეცხენეო, მითხარიო (+თქვიო და მესაუბრეო) და ის გადმომიგდეო, ხაჭაპურის ნატეხიო და ახლა მიდევსო [ჯიბეში]. ჰაიტ, შე მზაკვარო კაცოო, როგორ შეიცანიო (=შეიტყვეო) ესო, მითხრაო, მე შენო... და შენო ნახევრად ქვად გადაქცეულიყავიო და შენი სახელმწიფო მთლიანად ქვად გადაქცეულიყოსო. ქაჯმა ამინით დაუდასტურაო იქიდან. ქაჯმა ამინით დაუდასტურაო და მე ნახევრად ქვად გადავიქეცი და ეს მთლიანი სახელმწიფო ქვად გადაიქცაო (+იქით), [თქვა ამ კაცმა] ისე (=ამ დროს), მოხორხოცებს და მოდის ეს ქალი. [ეუბნება], გიდგასო კიდევ სულიო? დიახ და, არ ისუნთქოო, უთხრა ამ კაცმა [ბიჭს], თორემ შენც ასე გადაგაქცევსო, უთხრა. ახლა უცებ ქვად გადაგაქცევსო, უთხრა. ქალი რომ მიბრუნდა ახლა იქით, მაშინ გამოხტა ეს [ბიჭი] და თმაზე დაჰკრა (=ჩასჭიდა) ხელი და ხმალი მიაბჯინა კისერზე. ვინ ხარო, რა ხარო, კაცი (=ადამიანი) ხარო? ჩამახედეო [თვალებში], უთხრა. არაო, უთხრა. თუ ჩაგხედა [თვალებში], ქვად გადაგაქცევსო, არ უთხრა [ამ კაცმა]?! არაო, უთხრა. როგორო, აბაო, უთხრა, ვინ ხარო, არ ვიციო, რა ხარო? თქვიო. [ამან უთხრა], ალექსანდრე ალმასხანის გოგოო, დიახ, ბიჭად გადაქცეულიყოსო. ბიჭად რომ გადაქცეულიყოსო, ქაჯმა ამინით რომ დაუდასტურა, ბიჭად გადაიქცა.

    ახლა აგერ არ არის რა? თქვიო, ამ სახელმწიფოში როგორც იყოო მოძრაობაში, როგორც სული ედგათო (=ცოცხლობდნენო), როგორც მუშაობდა ხალხი, პატარა, მოზრდილი, ყველაფერი, შიგნით როგორც იყოო, ნახევრად ქვად რომ არის გადაქცეული, ისო, მთლიანად, ყველაფრიანად, იმად გადაქცეულიყოსო [გაცოცხლებულიყოსო], ასე-ისე და ყველაფერი. თქვა ეს ქალმა ამ სახელმწიფოს შესახებ, (+ამ) თავისი ქმრის შესახებ და ყველაფერი. იქიდან ქაჯმა დაუდასტურა, ამინ შესწირა. ეს(=ქალი) რასაც იტყვის, იმას უმტკიცებს ის (=ქაჯი). დიახ რომ, გამთელდა შიგნით, აქ რაც არის, [ყველაფერი]. რაში წამოხტა და აქ დაფრინდა, რაშიც გამთელდა(=გაცოცხლდა), დიახ და, ამას ყელი გამოჭრა (+იქით), ამ ქალს, რატომ-და, რომ არ ჩაეხედა [თვალებში] და ყელი გამოჭრა (+იქით). ამ კაცმა უთხრა, არსად არ წახვიდეო, უთხრა. ეს კარიც გაჩერდა, ღიადაა. ამ სახელმწიფოს შენ გაბარებო, უთხრა. ეს ქვეყანა, ყველაფერი, სახელმწიფო და ყველა კაცი (=ხალხი) [მოძრაობაშია]: სამუშაოზე რომ მიდის ის, სამუშაოზე მიდის; სახლში რომ არის ის, სახლშია; სასწავლებლად რომ მიდის ის, სასწავლებლად მიდის და საოცარი ამბავია ქვეყანაში და სიხარული და საოცარი ამბავია. არაო, მე რომ არ წავიდე, არა მაქვსო საშველიო და მოვალო მერეო, უთხრა [ამ ბიჭმა]. არ მომატყუოო, მოდიო და ამ ქვეყანაში შენ იმეფეო.

    [ეს ბიჭი] გაქანდა და ამ დევებთან მივიდა. ამ რაშმა უთხრა, არ დაგავიწყდესო, გოგოსთვის გაქვსო პირობა მიცემულიო და ის არ დაგავიწყდესო, უთხრა და გაქროლდა და ამ გოგოსთან მივიდა. ეს გოგო აიყვანა (=წაიყვანა), ნუ, დაქორწინდნენ ესენი, ქორწილი [გადაიხადეს], [შეიქმნა] ამბავი, საქმე. იმ სახელმწიფოში მივიდა, [საიდანაც გამოაგზავნეს]. იმ ხელმწიფეს უთხრა, ასეაო საქმე, ასეაო: ის ქვეყანა ავაღორძინეო, ყველაფერი, კარი ღიააო, ყველა ადამიანი გამთელდაო, ხელმწიფე ხელმწიფედ მუშაობსო და ყველაფერი ამ ხელმწიფემ უთხრა, ჩემთან იმეფეო, უთხრა, (+დიახ რომ), რადგანაც ამგვარი ამბავი (=საქმე) რომ გააკეთე. არაო, იქ პირობა მაქვსო მიცემული, უნდა მივიდეო, უთხრა. შეიძლებაო დავბრუნდეო და, თუ არა და, ამ (=იმ) სახელმწიფოს ხელმწიფე ვიქნებიო, უთხრა და მივიდა და იმ სახელმწიფოს ხელმწიფობა ჩააბარეს (+იქით); (+დიახ და), წუხელ იქ თამადა ვიყავი და დღეს აქ ვარ.


    Holder of rights
    Elguja Dadunashvili

    Citation Suggestion for this Object
    TextGrid Repository (2024). Mingrelische Folklore. ვეზირად დადგომის ამბავი. ვეზირად დადგომის ამბავი. Kaukasische Folklore. Elguja Dadunashvili. https://hdl.handle.net/21.11113/0000-0012-C9D1-D