ჯადოქარი და გოგონები

Metadaten aus
teiHeader
    Text-ID:
    • cc_ddo_kat_95
    Typ-Index:
    (Link zum Schema)
    • ATU 327 - Die Kinder und der Unhold
    • ATU 313 - Die magische Flucht
    Motiv-Index:
    (Link zum Schema)
    • a327:h:KONTAKT_abbrechen:rHD_rHH
    • a327:h:Ortswechsel_durchführen:rHD_rST
    • a327:HF:MISSETAT_beheben:rHD_rST
    • a327:H:FLUCHT_vorbereiten:rHD_rST
    • a313:H:FLUCHT:rHD_rZM_rAN
    • a313:h:VERFOLGUNG:rHD_rZM_rAN
    • a313:H:ZAUBERMITTEL_AUSRÜSTUNG_oder_WAFFE_einsetzen:rHD_rZM_rAN
    • a313:H:VERFOLGUNG_entkommen:rHD_rZM_rAN
    • a313:H:FLUCHT:rHD_rAN
    • a313:H:ZAUBERMITTEL_AUSRÜSTUNG_oder_WAFFE_einsetzen:rHD_rAN
    • a313:H:VERFOLGUNG_entkommen:rHD_rAN
    • a313:H:Kollaborationsbereitschaft_VORTÄUSCHEN:rHD_rAN
    • a313:H:Dem_VORTÄUSCHEN_nachgehen:rHD_rAN
    • a327:H:KONTAKT_wiederherstellen:rHD_rHH
    Digitale Quelle:

    ყოფილა ერთი კაცი უხსოვარ დროს, მას ჰყოლია სამი ქალიშვილი. ერთხელ მათ უკითხავთ („უთქვამთ") მისთვის:

    „- ჩვენ ხენდროზე მივდივართო"... მამას მიუგია: „- აბა, წადითო".

    ქალიშვილები წასულან ხენდროზე და ვედროებიც წაუღიათ. ისინი ტყეში გაჩერებულან და თამაში გაუმართავთ. შეყოვნებულან რა, ამასობაში მზეც ჩაწვერილა. მწუხრი ჩამომდგარა.

    შემდეგ („იქიდან უკან") გოგონებს შორიახლო სჩვენებია ცეცხლი. შემდეგ ისინი წასულან იქით. აქ აღმოჩენილა იმ ჯადოქრის მოტაცებული გოგონა. იმ გოგოს ასე უთქვამს:

    „- თქვენ სად მოხვედით აქ!" მეც ჯადოქრის („ჯადოქარმა") დაჭერილი ვარ, თქვენც დაგიჭერთო". მერე გოგოებს უთქვამთ: „- მოდი, შენც ჩვენთან ერთად, გავიქეცითო". გოგოს უთქვამს: „- არა, ვერ წამოვალ, მაინც არ გამომიშვებს ის".

    შემდეგ გამოჩენილა ჯადოქარი, მათ დასდევნებია უკან, კინაღამ დაუჭერია. შემდეგ იმ გოგონებს უსროლია თხორი და უზარმაზარი მთა გაჩენილა. ის ჯადოქარი მთის ძირას დარჩენილა, ის გოგონები წვერზე მოსულან. კიდევაც გამოჰკიდებია ის ჯადოქარი უკან, ის-ის იყო, იჭერდა თურმე მათ. ისევ უსროლია გოგონებს სავარცხელი: უღრანი ტყე გაჩენილა. იმ ტყიდან გოგონებს გაუღწევია, ის ჯადოქარი იქ დარჩენილა. ჯადოქარს თავისივე კბილი ამოუძვრია, ტყის ჩეხვა დაუწყია, უჩეხია რა, ტყეც გაუთავებია. ის გამოჰკიდებიათ გოგონებს უკან. შემდეგ იგი იმ გოგოებს ის-ის იყო იჭერდა თურმე. დაჭერამდე ცოტა რომ დარჩენილა, ყველაზე უმცროსს უსროლია სარკე. უსროლია რა ის სარკე, მათ შუაზე წარმოქმნილა ზღვა: აქეთა მხარეს _ გოგონები, იქითა მხარეს _ ჯადოქარი. ჯადოქარს უთქვამს გოგოებისთვის:

    „- თქვენ როგორ აღმოჩნდით მაგ მხარეს, მეც გადამიყვანეთ, თქვენი დედა ვიქნებიო". შემდეგ გოგოებს უთქვამთ: „- რომ ვერ აწევ, (ისეთი) ქვა მოიბი ტანზე და მერე გადმოხტიო". მართლაც მას ქვა მოუბია, გადმომხტარა, გაჩერებულა რა, შემდეგ დამხრჩვალა.

    გოგონები კი შინ დაბრუნებულან და ბედნიერად ყოფილან.

    დიდო-მიდო თხის კუდქვეშ, ვაცუნის ყურქვეშ.


    Holder of rights
    Elguja Dadunashvili

    Citation Suggestion for this Object
    TextGrid Repository (2024). Tsesische Folklore. ჯადოქარი და გოგონები. ჯადოქარი და გოგონები. Kaukasische Folklore. Elguja Dadunashvili. https://hdl.handle.net/21.11113/0000-0012-C9C7-9